суббота, 18 октября 2008 г.

1. პროექტის სახელი:“პირველი ევროპელები“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები დმანისის ექსპედიციის შედეგად მოპოვებული მასალის საფუძველზე განიხილავენ ევროპის პირველი მოსახლეობის ისტორიას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან დმანისში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას,(მუზეუმი,ინტერნეტი,ფოტოები)შესაძლებელია თავად შეხვდნენ დმანისის ექსპედიციის მონაწილეებს და მათგან აიღონ ინტერვიუ. ასევე გაეცნონ უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.მოსწავლეები განიხილავენ თუ რა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი დმანისში ადამიანის დასახლებას და როგორი იყო მათი ყოფა.(რითი იკვებებოდნენ, როგორ იცავდნენ თავს მტაცებელი ცხოველებისაგან,რას საქმიანობდნენ,როგორი იყო მათი საცხოვრებელი და ა.შ.) მოსწავლეებმა უნდა აღწერონ “პირველ ყოფილი ადამიანის ერთი დღე“ წერილობით აღწერებთან ერთად უნდა მოიძიონ შესაბამისი ფოტოები ბიბლიოთეკაში ან ინტერნეტით.თითოეულ ციფრულ სურათს მოსწავლეები მოკლე, წერილობით განმარტებას ურთავენ და მის მნიშვნელობას ხსნიან.
სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევის შემდეგ ეწყობა ექსკურსია, სადაც მოსწავლეები ატარებენ პატარა კვლევას, იღებენ ფოტოსურათებს და განათავსებენ მათ ვებ-გვერდის გალერეაში.მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ დაწერონ მეცნიერული სტატიები ამ ადგილის შესახებ, გამოიკვლიონ რატომ ჰქონდა დმანისის ექსპედიციის აღმოჩენებს მსოფლიო მნიშვნელობა.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:12-16
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ პირველი ევროპელის ასაკს, ყოფა-ცხოვრებას: სად ცხოვრობდნენ, როგორ იცავდნენ თავს მტაცებელი ცხოველებისაგან და გარემო პირობებისგან გაეცნობიან, რელიგიურ წარმოდგენებს, საქმიანობას . . .
9.სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ, ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიება, შეისწავლიან ამ ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში.
გეოგრაფია- მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას,ამ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას.
ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.
ხელოვნება-გააკეთებენ ალბომს, დახატავენ,
რელიგია-შეისწავლიან ამ მხარის რიტუალებს, ადათ-წესებს.
მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუკაზე.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ნონიკაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tnonikashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://pirvelievropelebiblogspot.com